logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი:ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების მისეული ხედვა
- +

20 იანვარი. 2021. 02:46

 

„როდესაც ივანიშვილის ფაქტორზე ვსაუბრობთ, მისი საქმიანობის ბევრ ასპექტს შევეხებით, ქველმოქმედებით დაწყებული და პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობით დამთავრებული. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების მისეული ხედვა საქართველოში, რომელიც წინა პერიოდისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო“, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა. ყოფილი დეპუტატი საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩატარებულ არჩევნებს იხსენებს.

 

„1999 წელს გავიხსენებ, არნახული გაყალბებით, როცა იმჟამინდელი უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი (კახა) თარგამაძეს მადლობას მოახსენებდა სხდომათა დარბაზში. მერე ეს მატიანებიდან კი წაშალეს, მაგრამ შემორჩა ჩვენს მეხსიერებას.4 წელში ძალადობით ჩატარებული არჩევნები, წინა მოწვევის პარლამენტს რომ გაუხანგრძლივეს ვადა. შემდეგ პროპორციული წესით არჩევნები გააუქმეს, მაჟორიტარები დატოვეს, თუმცა ორივე ბიულეტენი ერთ ყუთში იყო ჩაყრილი. შემდეგ 2008 წლის 5 იანვარს უმაგალითო დისკრიმინაციით ჩატარებული არჩევნები, როცა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მთელს ქვეყანაზე იძალადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 2012 წლის არჩევნები, როცა ივანიშვილის ფაქტორმა აიძულა წასულიყო ხელისუფლებიდან და იქიდან მოყოლებული 2016 და 2020 წლების არჩევნები“, - იხსენებს ცაგარეიშვილი.

 

მისი თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, ყოფილი ხელისუფლების დანიშნულება იი ობსტრუქცია, რევოლუციისკენ და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებები იქნება.

 

„მათი ფილოსოფია, მათი ბუნება პოლიტიკაში ცხოვრების თანაცხოვრებას არ ითვალისწინებს. ეს გამორიცხულია. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. არავითარი პოლიტიკური თანაცხოვრება არცერთ ჩვენგანთან არ იქნება. ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე. არავის ვძაფრავ. უბრალოდ მე გამომივლია ეს ყველაფერი და კარგად ვიცი. არავის ვაშინებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რა დონის ავაზაკებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner