logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: პაატა ბურჭულაძემ პეტიციას ხელი არ მოაწერა...
- +

6 ივლისი. 2016. 14:43



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის  წამება-გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლორთქიფანიძის განცხადებით, შეიქმნა პეტიცია, რომელიც გულისხმობს ხელმოწერების შეგროვებას მოთხოვნით - დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მოლაშვილის წამება-დაკავებაში ფიგურირებს.  ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის პანაშვიდს დაესწრო პაატა ბურჭულაძეც, რომელმაც უარი განაცხადა პეტიციაზე ხელმოწერაზე.


„გუშინ გახლდათ სულხან მოლაშვილის დაკრძალვა. ქაშუეთის ეკლესიაში ორი დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. პეტიცია შეიქმნა, რომელშიც მოთხოვნილია, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც გარეულია სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობაში, წამებაში და გასამართლებაში. ათასობით ხელმოწერა შეგროვდა და გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ხელმომწერები ამბობდნენ, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელსაც სურს, საქართველო უკეთესობისკენ შეცვალოს - პაატა ბურჭულაძემ პეტიციას ხელი არ მოაწერა. ამასთან დაკავშირებით ალბათ  ბურჭულაძე გააკეთებს განცხადებას, თუ რა მოსაზრებით არ მოაწერა ხელი",- განაცხადა ლორთქიფანიძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner