“საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატოს პოზიცია ნათელია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ამ პირობის ერთგულები რჩებიან”, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ნატოს გენერალური მდივანი ყველა შესაძლებლობის დროს ამას ცალსახად ამბობს.
„საქართველო გახდება ნატოს წევრი და ამას გადაწყვეტს ნატო და საქართველო და ვერავინ სხვა ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს და მესამე მხარე ვერ ჩაერევა. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ამას სხდომაზე ელჩები საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აუცილებლად გაუსმევენ ხაზსს. საქართველოს მომავალი წევრობის მიმართ ნატო არის მტკიცე, თანმიმდევრული და მიზანდასახული“, - განაცხადა აპატურაიმ.