თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.