ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 10-დან 15 ლარამდე ზრდის. სუბსიდირება ჯამურად 20 ათას ტონა ფქვილზე მოხდება. შედეგად მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება. ცვლილება პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პროგრამა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„შეთანხმებაში ყველა მონაწილემ შეთანხმება შეასრულა და არ გაზრდილა ფასი. იმედი გვაქვს, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში იგივე პირობა დაცული იქნება. შეაბამისად, თუ რომელიმე მხარე პირობას არ დაიცავს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები და სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მზადაა იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს მოსთხოვოს პასუხი ამათუიმ დამრღვევ სუბიექტს“, - განუცხადა ქრონიკას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა.
14 იანვარს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასის გაძვირებას, ამიტომ ტენდერში მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება