logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში
- +

23 იანვარი. 2021. 01:56

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, მხარდაჭერისა და ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ჩვენ დღეს გვაქვს ხელშესახები პროგრესი როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, მხარდაჭერისა და ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ფუნდამენტური მიმართულებებით შეიცვალა საქართველოში ვითარება. ჩვენ დღეს გვაქვს ხელშესახები პროგრესი როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით და ბევრ სხვა საკითხში, რომელზეც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ხელშესახები პროგრესის მიღწევა შეძლო.

 

ეს არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს რამდენიმე საპარლამენტო არჩევნებში ასევე დაადასტურა ჩვენმა საზოგადოებამ, როდესაც ხელახლა აირჩია „ქართული ოცნება“. ნახეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ჩვენ მივიღეთ ძალიან სოლიდური მხარდაჭერა. 48 პროცენტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ამ შედეგის მიმღებ პარტიას ჩამოეყალიბებინა უმრავლესობა.

 

რაც შეეხება მის გასვლას პოლიტიკიდან, ვფიქრობ, რომ მან შეძლო ნამდვილად კარგი გუნდის შექმნა, მან შეძლო დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება. დღეს ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი ინსტიტუტები, უფრო ძლიერი თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, ამ ფონზე უკვე მისი პოლიტიკიდან გასვლა ნამდვილად არ გამოიწვევს რამე ტიპის ნეგატიურ პროცესებს არც მმართველ გუნდში, არც ქვეყანაში.

 

ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, შევასრულოთ ის პასუხისმგებლობა და პირობები, რაც საზოგადოებას მივეცით არჩევნებში, საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, რა თქმა უნდა, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ საქართველო დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს 2024 წელს უკვე ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მოვემზადებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

თალაკვაძის განმარტებით, დღეს გუნდი არის ძალიან კონსოლიდირებული, განახლებული და პროგრესული.

 

„ფიქრობ, ჩვენ სათანადოდ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner