logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის
- +

24 იანვარი. 2021. 13:45

 

„საქართველო თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს „Pfizer“-ის ვაქცინა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ჯანდაცვის მუშაკები. შემდეგ უკვე აპრილის ბოლომდე ვარაუდობენ „Astrazeneca“-ს ვაქცინის მიღებას, რომელიც უფრო დიდი რაოდენობა, დაახლოებით 150 000 დოზა და ისევ მედიცინის მუშაკები და 75 წელს გადაცილებულები აიცრებიან.

 

„შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად მოხდება ვაქცინის მოწოდება და წლის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მოვახდენთ. ასეთ შემთხვევაში ფართოდ გავრცელება შეჩერდება, ვიღაცები დაინფიცირდებიან, თუმცა, ფართო გავრცელება აღარ იქნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner