„მოხარულები ვართ, რომ დღეს საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ დადებითი შეფასებები, სადაც ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, ისევე როგორც თავისუფალ გარემოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჯანსაღ გარემოში წარმოედგინა მათი კანდიდატურა“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მიმდინარეა და ყველა არჩევნებში, ყველა ქვეყანაში დგება მსგავსი სიტუაციები. ჩვენ მსჯელობის ფარგლებში დავაფიქსირეთ, რომ ქართული მხარე კვლავ განაგრძობს მზაობას, მუდმივ რეჟიმში დახვეწოს ის საარჩევნო გარემო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
თითოეული წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც კვლავ იმყოფებიან ბოიკოტის რეჟიმში, შევიდნენ პარლამენტში, რადგან ისინი, საარჩევნო პროცესის თანახმად, არჩეული არიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.