logo_geo
eng_logo
აჰმეთ ილდიზი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმების პროცესში
- +

25 იანვარი. 2021. 20:25

 

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ლიბერალური რეფორმების გატარების შემდეგ გაიმართა, რასაც წინ უსწრებდა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთწლიანი მოლაპარაკებები. ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიიის განმტკიცებისთვის“, – ეს განცხადება  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, აჰმეთ ილდიზმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა, სადაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.

 

„მინდა, გავიმეორო საქართველოში გამართულ არჩევნებზე მივლენილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება, რომელშიც შედიოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ მისიების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც საფუძველი დაუდო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პასუხობდა ეუთო-სა და ოდირის რეკომენდაციებს“, – განაცხადა აჰმეთ ილდიზმა.

 

მისივე თქმით, „საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, საერთო ჯამში დაცული იყო“.

 

„რაც შეეხება არჩევნების შედეგების გამო გამოთქმულ პროტესტს და შეტაკებებს პოლიციასთან, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავშეკავებულად და პასუხისმგებლიანად იმოქმედოს, კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმების პროცესის გაგრძელებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner