logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: მედიკამენტებზე მაღალი ფასი, ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება
- +

25 იანვარი. 2021. 23:10

 

 

„მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება და ამას სჭირდება ერთიანი, სტრატეგიული პასუხი“, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„ამისთვის, დაახლოებთ ორიოდე კვირის წინ, საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე ჰქონდეთ სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. დღეს მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით ამ საკითხს და უფრო მეტი პასუხი, ამაზე გვექნება.

 

ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დანიშნულებები იყოს რაციონალური და პაციენტს არ მოუხდეს ბევრი ისეთი მედიკამენტის მიღება, რომელიც მისთვის არ იქნება ეფექტური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner