„ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ზამთრის კურორტები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ინტერესებიც. ახლა რომ გავხსნათ ზამთრის კურორტები, ეპიდვითარება გაუარესდება იმგვარად, რომ ზაფხულის კურორტებს ვერ გავხსნით. ასეთია ალტერნატიული ღირებულებები დღეს და ამიტომ ვმოქმედებთ ასეთი სიფრთხილით“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ზამთრის კურორტების მიმართულებით მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ ევროპულ ქვეყანასთან. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თითოეული სექტორი რეგულაციების შესრულების მზადყოფნას ადასტურებს. ახლა საუბარია არა იმაზე, რომ ზამთრის კურორტზე საბაგიროს გახსნა პრობლემას შექმნის, არამედ საუბარია საბაგიროსთან დაკავშირებულ აქტივობებზე. მაგალითად, არავინ ამბობს, რომ სავაჭრო მოლები და საკვები ობიექტები ვერ დაიცავენ რეგულაციებს, თუმცა ამის რისკიც არსებობს – თითოეული ამ აქტივობის გახსნა ნიშნავს მობილობის დამატებით ზრდას კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ მაღალი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი. როდესაც ეს კრიტერიუმი 4%-ზე ქვემოთ იქნება, შესუსტდება გადაცემის ჯაჭვი და დაბალანსებულად შევძლებთ გახსნას სხვადასხვა სექტორის. ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ზამთრის კურორტები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ინტერესებიც. ახლა რომ გავხსნათ ზამთრის კურორტები, ეპიდვითარება გაუარესდება იმგვარად, რომ ზაფხულის კურორტებს ვერ გავხსნით. ასეთია ალტერნატიული ღირებულებები დღეს და ამიტომ ვმოქმედებთ ასეთი სიფრთხილით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება.