logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესში
- +

26 იანვარი. 2021. 18:44

 

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმედს გამოვთქვამ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

 

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმედს გამოვთქვამ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესში. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ მივიღოთ დაბალანსებული და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას, რომელიც ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, გვაქვს მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ არასამთავრობო სექტორიც და ნებისმიერი დაინტერესებული მხარე ჩაერთვება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/183425/mariam-qvrivishvili-imeds-gamovtqvam-rom-opozitsiuri-partiebi-chaertvebian-saarchevno-kanonmdeblobis-dakhvetsis-protsesshi

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner