logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რესტორნებზე წინ დავაყენებდი
- +

27 იანვარი. 2021. 00:05

 

"თუკი ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე, არ მიწყენენ ჩემი კოლეგები, მეგობრები, ბიზნესის წარმომადგენლები, მე რესტორნებზე გაცილებით წინ დავაყენებდი ამ საკითხს, მაგრამ აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში  განაცხადა.

 

„რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, მაგალითად, რომ აჭარა მწვანეა, გარკვეული ბარიერები უნდა არსებობდეს. იტალიაშიც არის რეგიონები, სადაც მწვანეა და საქალაქთაშორისო საშვები კონტროლდება. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, რომ თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner