logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შეხვედრაზე დადასტურდა, რომ იაგო ხვიჩიას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატის შესვლა უზრუნველყოს
- +

28 იანვარი. 2021. 23:01

 

„შეხვედრაზე დადასტურდა, რომ იაგო ხვიჩიას სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და პარლამენტში 113-ზე მეტი დეპუტატის შესვლა უზრუნველყოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ წევრთან, იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

 

„ამ შეხვედრას მმართველი გუნდიდან ჩემ გარდა არავინ ესწრებოდა. როგორც ჩანს, იაგოს განცდა აქვს და ამ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ სურს, ფასილიტატორის როლი იკისროს და გარკვეული მოლაპარაკებების შედეგად უზრუნველყოს, რომ 113-ზე მეტი დეპუტატი აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში. მას აქვს გარკვეული წარმოდგენები და პირობები ამასთან დაკავშირებით. რასაც საჯარო ვახმოვანებთ, იგივე არგუმენტები გავიარეთ, გარკვეულ თემებზე ვიკამათეთ, ბევრ რამეში არ ვეთანხმები. თუ ის დეტალიზაციას მოისურვებს, ამ საუბრისთვის მზად ვარ. არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრების მიზანი უნდა იყოს ისეთი მოლოდინები, რომელიც შეიძლება, რეალობაში აღარ აისახოს.

 

მოლოდინი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ განწყობილი არიან, პარლამენტში შემოვიდნენ. პირიქით, მათ ყველა ბერკეტი აქვთ ჩართული, მათ შორის მათი მედიასაშუალებები და ე.წ. მესიჯბოქსი საიმისოდ, რომ დააბულინგონ სხვები და საბოლოოდ შედეგი იყოს პარლამენტში არშემოსვლა. როცა მიზანია, პარლამენტში არშემოსვლა და არშეთანხმება, მათთან ერთად რაღაც საკითხებზე საუბარი არის წარმოუდგენელი და ამას ვუმტკიცებდი იაგო ხვიჩიას. მისი მოლოდინები ვერ გავიზიარე. რასაც ისინი კრიზისს ეძახიან, მგონია, რომ კრიზისი ვერ გასცდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner