logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გარდაიცვალა ერთი პაციენტი
- +

28 იანვარი. 2021. 23:33

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“ 56 ადამიანს დაუდასტურდა. ექვს კოვიდცენტრში 259 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 42-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11411 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9782 პაციენტი, 168 პირი კი გარდაიცვალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner