გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“ 56 ადამიანს დაუდასტურდა. ექვს კოვიდცენტრში 259 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 42-ის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11411 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9782 პაციენტი, 168 პირი კი გარდაიცვალა.