logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: შს სამინისტროს საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს
- +

29 იანვარი. 2021. 00:12

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, ნდობის ჯგუფის ფორმატში შს მინისტრთან ვახტან გომელაურთან დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

ბერაიას ინფორმაციით, ნდობის ჯგუფში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების ღონისძიებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და შს სამინისტროს მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვები.

 

“ანგარიშის მოსმენის საფუძველზე თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უწყება ყველა აღნიშნული მიმართულებით ეფექტურად საქმიანობდა. უწყების მიერ გადადგმულია მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯები. გაკეთებულია გაცილებით მეტი, ვიდრე ამის საჯაროდ გაცხადება შეიძლება“, - განაცხადა ბერაიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner