ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„როგორც თეოდორ დრაიზერი წერდა „უნდა მიიღო საგნები და მოვლენები ისეთად, როგორიც ისინი არიან და გამოიყენო ისინი შენთვის მაქსიმალური სარგებელით.“ არ ვიცი ხელმძღვანელობდა თუ არა პროკურატურა ამ მოსაზრებით, მაგრამ ილიჩოვა-მელაშვილის საპატიმროდან გამოშვება ვფიქრობ სწორედ ამ ჩარჩოებში ჯდება, რაც არ უნდა იჭიჭყინონ ამ დღეებში ოპოზიციამ, მათმა აქტივისტებმა და ტელევიზიებმა.
ვინ დარჩა საბოლოოდ მოგებული? მთლიანობაში საზოგადოება, პოლიტიკურად და პოლიტ-ტექნოლოგიურად ხელისუფლება. წაგებული ვინ არის თავად მიხვდით“, - წერს ანჯაფარიძე.