logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ვხედავ საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი „ჟურნალისტების“, „ექსპერტებისა“ და პოლიტიკანების უსაგნო ჟივილ-ხივილს
- +

29 იანვარი. 2021. 02:42

 

 

„მეორედ ვწერ ამ თემაზე დღეს: ვხედავ უვიცი ან საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი 'ჟურნალისტების', 'ექსპერტებისა' და პოლიტიკანების უსაგნო ჟივილ-ხივილს "პოლოტპატიმრების" გამოშვებაზე, "ხელისუფლებაზე ზეწოლით გამარჯვებაზე" და ა.შ.“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„შეკითხვა - გირაო რა არის, იციან? გამამართლებელი განაჩენი სხვა რამეა, ცნობისათვის. პროკურატურამ საკმაოდ გარკვევით ახსნა, რომ ბრალდებულებმა მათი ზემდგომი პირებიდან მიღებული მითითებებით იმოქმედეს, იყო აღიარებითი ჩვენებები და ფარული მიყურადების გამოქვეყნებაც. შესაბამისად, ბრალდებულები არ არიან საშიშნი, რომ მტკიცებულებებს გაანადგურებენ და არ მიიმალებიან.

ახლა სწრაფად უნდა გამოვლინდეს ამ ზემდგომი მოღალატე პირების მთელი ჯაჭვი.

ჯამი ჭურჭელია, ოპოზიცია კი ყვითელია/ბულვარულია! [დღეს ასე ზუსტად დაახასიათა POSTV-ის ეთერში ეს უპროცენტოები ბატონმა რამაზ საყვარელიძემ]“, - წერს აბაშიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner