logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თქვენი შავი საინფორმაციო პროპაგანდის გარეშეც ვხედავთ პრობლემებს - გზებზე ისაუბრეთ!
- +

29 იანვარი. 2021. 03:01

 

 

„დაიწყო "ცხელი გაზაფხულის" ასაგორებელი ყაყან-შოუები, სოციალურად შეჭირვებული ადამიანების გამოყენებით. მსგავსი შოუების წინა ტალღა, არჩევნების წინ იყო. თუ შნო გაქვთ, დასვით სპეციალისტები და კვალიფიციურად ისაუბრეთ პანდემიურ და პოსტპანდემიურ ეკონომიკაზე, სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებაზე და ა.შ.“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მაგრამ, კვალიფიციური მსჯელობის შნო სად გაქვთ?! სამაგიეროდ, პოპულიზმში და თემებით სპეკულირებაში ბადალი არ გყავთ.

იქნებ მათდამი სოლიდარობაში მისცეთ მაგალითი საზოგადოებას?!

თქვენი შავი საინფორმაციო პროპაგანდის გარეშეც ვხედავთ პრობლემებს. გზებზე ისაუბრეთ!

ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაიზიარეთ ამერიკული გამოცდილება, განსაკუთრებით როგორ მოქმედებენ ახლა სპეცსამსახურები შტურმების და არეულობების მონაწილეების წინააღმდეგ. ეს ისე, წინმსწრებად“, - წერს სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner