საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქი კორონავირუსით დაინფიცირდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, - ნათქვამია ჯაღმაიძის განცხადებაში.