logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინაციის საკითხი განიხილა
- +

29 იანვარი. 2021. 19:40

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა.

ზურაბიშვილმა მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაეროს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისათვის მაგალითს წარმოადგენს.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველო - ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პერიოდში.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner