logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: სავარაუდოდ, იმ რუკის მიხედვით, დავით გარეჯი მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა...
- +

29 იანვარი. 2021. 19:54

 

 

მკვლევარი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდს ხელშეკრულებიდან, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის აღსტაფაში, 1920 წელს დაიდო და წერს:

 

„მეორედ ვდებ, ადრე დადებული სადღაც გაქრა. ვიღაც დაძვრება ჩემს ფეისბუქ-გვერდზე.

ამონარიდი საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულებიდან, რომელსაც ხელი მოეწერა აღსტაფაში 1920 წლის 12 ივნისს.

საინტერესოა ხელშეკრულების მეორე მუხლში ნახსენები "ადმინისტრაციული ხაზის" აღმნიშვნელი რუკა (ალბათ, ტიფლისის გუბერნიის), რომლითაც მხარეებმა საზღვრის დადგენისას ისარგებლეს. სავარაუდოდ, იმ რუკის მიხედვით, დავით გარეჯი მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა.

აღსტაფის ხელშეკრულება ერთადერთი იურიდიული დოკუმენტია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს  ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელშიც საზღვრებია მოცემული და რომელსაც აზერბაიჯანული მხარეც ეთანხმება. მართალია, კომუნისტური ხელისუფლება, მაგრამ მაინც.

სამწუხაროდ, ხელშეკრულება დღეს ძალადაკარგულად ითვლება, თუმცა საინტერესოა ისტორიულ-სამეცნიერო თვალსაზრისით.

(თუ ვინმე მაიმუნი წაშლის, ისევ დავდებ)“, - წერს მკვლევარი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner