ბათუმში, ანგისას დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 35 წლამდე კაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.