logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: საზოგადოება შოკშია, იმის მერე რაც მოისმინა ბატონი მელაშვილისგან
- +

30 იანვარი. 2021. 00:30

 

 

„საზოგადოება შოკშია, იმის მერე რაც მოისმინა ბატონი მელაშვილისგან, რომელმაც თქვა, რომ რაც არ გვეკუთვნის, იმაზე არ უნდა ვიდაოთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„რეალურად შეუვალი მომლაპარაკებელია, მაგრამ საქართველოს მოწინააღმდეგე მხარეს უნდა იჯდეს. ეს მას კარგად გამოსდის. მაგრამ თუკი ცოტა მაინც შეგვტკივა გული საკუთარ ტერიტორიასა და ეროვნულობაზე და ჩვენი ტერიტორიების მთლიანობაზე, ვფიქრობ ეს ადამიანი უმძიმეს დღეშია, რადგან ადვოკატები და პოლიტიკური ძალები მას იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. მას აჯერებენ რომ ის პოლიტპატიმარია, არადა ჩვეულებრივი პატიმარია და არაა გამორიცხული, რაც მან ეთერში საკუთარი თავის წინააღმდეგ ისაუბრა, ის მსჯავრდებულიც გახდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

„როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი. არ გაქვს ამის საფუძველი და ვიღაცის იქ, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი, არ არის შენი“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა 28 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner