logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რასაკვირველია, საქართველოს წარმატებებს ნაცმედია არასოდეს ან, მიზერულად აშუქებს
- +

30 იანვარი. 2021. 01:59

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფინანასთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას ეხება. როგორც ანალიტიკოსი წერს,  ოპოზიციური მედია საქართველოს წარმატებას პრაქტიკულად არ აშუქებს.  

 

„საქართველოსთვის მორიგი ძალიან სასიხარულო მიღწევა  - იაპონიასთან გაფორმდა „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” კონვენცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, იაპონიასთან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

შეთანხმება ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ, 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

დღესვე ხელი მოეწერა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც, – განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ.

„შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება. ის უზრუნველყოფს ინვესტიციების დაცვას და საქართველოში ახალი ინვესტიციების ლიბერალიზაციას. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო განვითარდება,“ – განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა.

რასაკვირველია, საქართველოს წარმატებებს ნაცმედია არასოდეს ანდა მიზერულად აშუქებს. ნაცსექტას მიტმასნილი 'ექსპერტები' კი ბევრ შემთხვევაში ასეთ თემებზე ხმას არ იღებენ. რატომ? ჩვენ ხომ ბულვარული ოპოზიცია და მისი მარიონეტი 'ანალიკოსები' გვყავს. ოპოზიციის დიდი ნაწილის პოლიტიკანები მხოლოდ ამა თუ იმ საჯარო პირის კრიტიკითა და კომენტირებით არიან დაკავებულნი. იგივეს იმეორებენ მათი მარიონეტები. არანაირი ხედვა, არანაირი პოლიტიკა, არანაირი პროგრამა. მხოლოდ ბლა ბლა მედიაში.

გადავივლით ამ სახადსაც“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner