ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას. საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.
ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას.
დღესვე, საქართველოს გარდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და კოსვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს.