logo_geo
eng_logo
კახა კალაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

1 თებერვალი. 2021. 19:03

 

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი  მომღერლის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს:

 

„ჩვენ გვერდით აღარ არის ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი თემურ წიკლაური. კაცი, რომელმაც უკვდავი სასცენო სახეები შექმნა და თავისი შემოქმედება ყველა თაობის ადამიანს დაამახსოვრა. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ დანაკარგს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner