logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუ დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება
- +

1 თებერვალი. 2021. 19:33

 

„კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისა და მანდატების გაუქმების საკითხის განხილვის თაობაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს. უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner