„გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, თუ რა იქნება საუკეთესო პროცედურული პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ, და მეორე მხრივ, რა არის საუკეთესო პასუხი, რომ პარლამენტმა როგორც დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მუშაობა განაგრძოს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
„ჩვენ პროცედურა შეძლებისდაგვარად გავწელეთ. შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიგვეღო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მოლაპარაკებისთვის შანსი მიგვეცა, ეს პროცედურები გადაიდო. პირად პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის გააზრებას. დღესაც მოვისმინეთ მოწოდებები მათ შორის ელჩების მხრიდან, ოპოზიიცის მიმართ, რომ ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის ფუნქციონირებას, არ მოიქცნენ უმწიფრად, როგორც ეს მათთან დაკავშირებით ითქვა, უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტს, რომ და საჭიროა, მოიქცნენ დემოკრატიულად“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.