ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.
ოკუპირებული რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 222 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 564 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9 902 პაციენტი, გარდაიცვალა 178 პირი.