logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: „კომენდანტის საათი“ ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება
- +

1 თებერვალი. 2021. 22:16

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, ,,კომენდანტის საათი" ყველაზე გვიან მოიხსნება.

 

„კომენდანტის საათი" ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ... მეზობლებში, რომ გადახვალთ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში მოხდება. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში რომ  წახვალ: მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან წამოხვალთ... ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არა ვართ?! არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი?! დავაკვირდებით სიტუაციას. არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner