„ალბათ, დადგა დრო, განვიხილოთ თურქეთის ახალი კონსტიტუცია“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, რეფორმების პაკეტი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ცვლილებები ძირითადად მართლმსაჯულებას და ეკონომიკას შეეხება.
„ეს პროცესი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ. საბოლოო ტექსტი უნდა იყოს ერის შეხედულების შესაბამისად“, - თქვა ერდოღანმა.