„ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის ლიდერები, მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვამბობ, თუ დასჭირდათ იმასაც იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს.
„უკვე ამ დონის განცხადებებს აკეთებენ. პოლიტიკური თავხედობაა, როდესაც გჭირდება რაღაცაში და გარეჯის ნაწილზე ამბობ, რომ ის საქართველოს ტერიტორია არ არის. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებების გაკეთება სირცხვილი უნდა იყოს. ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც ასე თავხედურად და მტრულად საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ აცხადებენ, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის“,- აღნიშნა მდინარაძემ.