logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია - ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც
- +

1 თებერვალი. 2021. 23:48

 

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის“ მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე არგუმენტების ჭიდილი იყო და ბევრი ფაქტორი გაითვალისწინეს.

მისი თქმით, განხილულ იქნა პრეზიდენტისა და ელჩის განცხადებაც.

 

„პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, ანუ არგუმენტების ჭიდილი, როდესაც ერთი, ან მეორე მიმართულებით იყო ბევრი ფაქტორი გათვალისწინებული. ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. საბოლოო ჯამში, ბევრი არგუმენტი იყო სასწორის ორივე მხარეს და ხვალ უკვე დეტალურად იქნება ცნობილი, ამ მსჯელობის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner