logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: მიანმარში დემოკრატიის კუთხით პროგრესზე უარის თქმა სანქციების გაუქმების გადახედვას გამოიწვევს
- +

2 თებერვალი. 2021. 00:49

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას არ გამორიცხავს.

მან  საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს.

მიანმარში სამხედროების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება, აუნ სან სუ ჩისა და სხვა ოფიციალური პირების დაკავება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უშუალო თავდასხმაა ქვეყნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენის ხელშესაწყობად. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აშშ-მა მიანმარს სანქციები მოუხსნა დემოკრატიული პროგრესის საფუძველზე. ამ პროგრესის უკუსვლა ჩვენი სასანქციო კანონებისა და უფლებამოსილების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს, რასაც შესაბამისი ზომები მოჰყვება,- ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner