ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჭიროა საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა, ვინაიდან „ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გათვალისწინებით, მსოფლიოს უფრო მეტი ვაქცინა დასჭირდება“.
„ახლა მე კორონავირუსის ახალი ვარიანტები მაწუხებს, ვინაიდან ვიცი, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის. ამიტომაც მივიჩნევ, რომ ისეთი სცენარებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც იმედია, არ განხლორციელდება. კვირას ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და ევროპის წამლების სააგენტოს სპეციალისტებს შევხვდი. გვსურს მომზადება დავაჩქაროთ იმ შემთხვევისთვის, თუ ისეთი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.