ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ამათი ლოგიკით, არჩევნებს ვინც წააგებს პარლამენტში არ უნდა შევიდეს, რადგან ვერაფერს მიაღწევენ.
მაშინ ხომ გვეფიქრა, ვინც გავა პირველ ადგილზე, მხოლოდ ის შევიდეს პარლამენტში. დანარჩენები სახლში დასხდნენ?!
ამ ლოგიკით ასეა. პოსტი რიტორიკულიც არაა.
ჩემი პოზიცია ცნობილია: გინდათ, გადათვალეთ. ვისაც არ გინდათ, ნუ გადათვლით. ვისაც გინდათ, შედით. არ გინდათ, ნუ შეხვალთ.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც ცნობილია. დღეს კიდევ ერთი ევროპელი პოლიტიკოსი ოპოზიციამ მტრად გამოაცხადა. თქვენი პროევროპულობა არ გაიშვა“, - წერს სალუქვაძე.