„რა არის ივერი მელაშვილის ფსიქოტიპი? ეს არის საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის მქონე, მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად, სახელმწიფოს ინტერესებისადმი მოღალატეობრივად, ხოლო ქვეყნისა და დედა/ეკლესიის ისტორიისადმი ანტიეროვნულად განწყობილი, ნაცსექტის მიერ ზომბირებული პიროვნება“, - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფსიქოპორტრეტის მქონენი, დღემდე იკავებენ საკვანძო პოზიციებს სახელმწიფო ინსტიტუტების ფართო სპექტრში.
„ივერი მელაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლამ, კიდევ ერთ საინტერესო ფენომენს ახადა ფარდა და ამისთვისაც ღირდა მისი საჯარო სივრცეში დროებით გამოშვება. რა თქმა უნდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდე. რა თქმა უნდა, მხოლოდ გარდაუვალი ვერდიქტის გამოცხადებამდე.
ივერი მელაშვილმა იმ კოლექტიურ/კორპორაციული მავნებლობის კრებსითი სახე გამოაჩინა, რასაც ტოტალური საბოტაჟი ჰქვია იმ საკვანძო პოზიციებზე, სადაც სახელმწიფის მდგრადობა/დასუსტების მექანიზმების ამოქმედებაა შესაძლებელი. ამ პოზიციებს კი ძირითადად საჯარო სამსახურის სივრცე, ხოლო ივერი მელაშვილის მაგალითზე კი - უმნიშვნელოვანესი კომისიის წევრობა წარმოადგენს.
რა არის ივერი მელაშვილის ფსიქოტიპი? ეს არის საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის მქონე, მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად, სახელმწიფოს ინტერესებისადმი მოღალატეობრივად, ხოლო ქვეყნისა და დედა/ეკლესიის ისტორიისადმი ანტიეროვნულად განწყობილი, ნაცსექტის მიერ ზომბირებული პიროვნება.
სწორედ მსგავსი ფსიქოპორტრეტის მქონე სექტანტი/საბოტაჟნიკები დღემდე იკავებენ საკვანძო პოზიციებს სახელმწიფო ინსტიტუტების ფართო სპექტრში. ინტრიგებით, ცილისწამებით, იძულებით - ეს კოლექტიური "ივერიმელაშვილები" ათავისუფლებენ სასაბოტაჟო მოქმედების ველს ხელისუფლების მხარდამჭერი პროფესიონალი კადრებისაგან და ნაცსექტის მხრიდან ღია თუ ფარული მხარდაჭერით, ცდილობენ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს.
პერიოდულად ეს "ივერი მელაშვილები" ფეთქდებიან საკუთარ ნაღმებზე და მხოლოდ ამიტომ ხდება მათი მავნებლობა გაშიშვლებული საზოგადოებრივ სააშკარაოზე. ამ "აფეთქების" ნამსხვრევები როგორც წესი აზიანებენ მათ კორპორაციასაც, და ჩვენ მორიგ ჯერზე გვეძლევა საშუალება დავრწმუნდეთ ტოტალური საბოტაჟის მასშტაბურობაში. ეს "თვითაფეთქება" რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამ მავნებლების განეიტრალება კონკრეტული დანაშაულის გამოვლენამდე, მათი მოცილება ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების პოზიციებიდან, მე მაინც უფრო ეფექტურ ზომად მიმაჩნია, და პოლიტიკური ნების შემთხვევაში - სავსებით შესაძლებელია“, - წერს მელაშვილი.