„რა დონის გონებამრუდე უნდა იყო, მსგავსი რამ მოგივიდეს თავში, რაც ჩხოროწყუში მოხდა?!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სისულელესაც და პროვოკაციასაც ხომ მოფიქრება უნდა?! სკოლამაც ხომ უნდა იაზროვნოს, ვის და სად ატან?!“, - აღნიშნავს სალუქვაძე.
შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს