logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მასალების შესწავლამდე გაკეთებული განცხადება, რომ გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, არის ყველაზე დიდი დანაშაული
- +

2 თებერვალი. 2021. 18:59

 

 

„სახელმწიფოს ოპონენტები, ასე დავარქმევდი მე მათ, გარეჯის მოწინააღმდეგეები იმეორებენ, რომ გარეჯის დიდი ნაწილი ჩვენია, მაგრამ არის გარკვეული ნაწილები, რომლებიც ჩვენი არ არის და ვერასოდეს ვერ დავამტკიცებთ. აი ეს არის დანაშაული“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

 

„როდესაც კომისია მუშაობს, არათუ ნებისმიერი რუკა უნდა იყოს გამოყენებული, შედარებული და შეჯერებული, არამედ ყველა ფაქტობრივი მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, რელიგიური. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს ნამდვილ სურათს და მტკიცებულებას, რომ ჩვენ ეს ტერიტორია მართლაც გვეკუთვნის. როდესაც შენ თავიდანვე აკეთებ განაცხადს იმის შესახებ, რომ არა, ყველაფერი შენი არ არის და ამ განაცხადს აკეთებ მაქსიმალურად იმისათვის, რომ შენ თავიდანვე წამგებიან პოზიციაში იყო, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამით შენ ფაქტობრივად უკან იხევ. უკან დახევას შეიძლება მათთვის ჰქონდეს გარკვეული მიზეზები, ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც ამ პერიოდში მუშაობდა და განსაკუთრებით სააკაშვილს, რომ ალიევთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები განემტკიცებინა, რაღაც საზღაური მიეღო და ა.შ. ეს ყველაფერი დასადგენია, მაგრამ რის საწინააღმდეგოდ? შენი ქვეყნის ტერიტორიების საწინააღმდეგოდ, შენი ისტორიის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა:

 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner