logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნება მეტად დაცული
- +

7 ივლისი. 2016. 13:49


„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნება მეტად დაცული", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.



საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული მიზნები, სწორედ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებული ფორმატების გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას ემსახურება.

პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც პირველად დაფიქსირდება სამიტის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ პირველად განხორციელდება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ პირველად სამიტის ფარგლებში გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას. ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი, როგორც აქამდე იყო, აისახება საბოლოო კომიუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს გაუსვამს ხაზს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner