logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ათეული წლების განმავლობაში ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს ოპოზიციონერობა
- +

2 თებერვალი. 2021. 23:40

 

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქვეყანაში არ იყოს ოპოზიცია. აბსოლუტურად სხვა სახელმწიფოში აღმოვჩნდებით, სხვა წყობაში, სხვა რეალობაში. მეორე მხარეა, რომ ათეული წლების განმავლობაში ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ ისწავლეს ოპოზიციონერობა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

 

„სულ ერთი კანონი არის „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მიღებული. არის საკანონმდებლო ინიციატივები, მაგრამ ხარვეზებით მომზადებული. ესეც ევალებოდათ ალბათ, თორემ ამასაც ამას გააკეთებდნენ და ეს ინიციატივებიც მხოლოდ სტატისტიკისთვის არის.

 

ჯერჯერობით რჩება მოწოდებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ისმის მოწოდებები, რომ შედით პარლამენტში და ამ დროს, დღეს, მოვიდა ეს რეგლამენტი და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფანჯარა დახურა. იციან ძალიან კარგად კანონმდებლებმა, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, არის ორ თვიანი ვადა და შემდგომში შევლენ თუ არ შევლენ ისინი პარლამენტში, დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ფანჯარა არის ღია. შევლენ ტუ არ შევლენ ეს უკვე მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner