logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე ბურჯანაძე-მეჭიაურის გუნდთან კოალიციურ კავშირს არ გამორიცხავს
- +

7 ივლისი. 2016. 14:34


„მრეწველთა პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „პატრიოტთა ალიანსთან", „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთად მონაწილეობას არ გამორიცხავს.



თოფაძის განცხადებით, უპირატესობას იმ პარტიებს მიანიჭებს, რომლებიც უცხოელი პარტნიორების რჩევებზე დამოკიდებულები არ არიან.



გადაწყვეტილების მიღების ვადა აგვისტომდე გვაქვს. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენ და თითქმის ყველა რაიონში ჩვენი აქტივისტები გააქტიურდნენ. ჩვენ არ გვაქვს გადალახვის პრობლემა. მე არ გამოვრიცხავ ნინო ბურჯანაძის ძალიან პოზიტიურ პოზიციას, „პატრიოტთა ალიანსის" პოზიციებს, რეალობის ობიექტურ გაშუქებას.მეჭიაური აქტიურობს, ძალიან დადებითი ადამიანია და თავისი პოზიციით გამოხატავს საქართველოს დადებით პერსპექტივას.

მე და ჩემს თანაგუნდელებს მიგვაჩნია, რომ უფრო კარგი იქნება პარტიები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი უცხოურ კარნახსა და რჩევებზე. ძალიან მივესალმები, თუ ეს ოთხი პარტია შევა პარლამენტში და ისე შევქმნით კოალიციას, როგორც ეს ყველა წამყვან ქვეყანაში ხდება.

2012 წლის არჩევნებამდე კოალიციას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მთავარი იყო, მოგვეცილებინა ის ხელისუფლება და დაგვეწყო საქართველოს აღორძინება ერთად. გავიდა წლები და პოზიციები განსხვავებულია, ამიტომაც აუცილებელი იყო კოალიციის დაშლა და ვნახოთ, რომელი პარტია დაიმსახურებს ხალხის ნდობას. შემდეგ უკვე პარლამენტში შევკრავთ კოალიციას და ჩვენი პოზიციებიც თანხვედრი იქნება, ალბათ. თუმცა არის პრობლემები, რომლებიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს", მეჭიაურის პარტიას არ აქვს ის პრივილეგიები, რაც ჩვენ. ამიტომ ეს მომენტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ძალებიც უნდა იყოს პარლამენტში, რათა საქართველოს სწორ გეზზე ვიფიქროთ. „ქართული ოცნება", რომელსაც ეს წლები წინა ხელისუფლების ვალების გადახდა მოუხდა, მილიარდებზეა ლაპარაკი, ახლა უფრო თამამად შეუდგება, ახალი კოალიციის შემთხვევაში, საქართველოს ბედის გადაწყვეტას", - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner