logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სულხან მოლაშვილმა დადო მასალა, რომ სააკაშვილი კორუმპირებული მინისტრი იყო
- +

7 ივლისი. 2016. 16:08


„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის " ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „არგუმენტების დრო" განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრობის დროს, სამინისტროს ბიუჯეტს მიხეილ სააკაშვილი თავისი პირადი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებდა.



გოგავამ  ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც  სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სულხან მოლაშვილს სასტიკად გაუსწორდა.



მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად დანიშნა, ის სამინისტროს ფულს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. გამოსცემდა სააგიტაციო მასალებს, ბიუჯეტის ფულით გამოუშვა წიგნი  სათაურით გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის", რომელსაც ათასობით არიგებდნენ ქვეყანაში. იყო დიდი ხარჯი ჟურნალისტების მოქრთამვის - მიყავდათ ქალაქგარეთ პიკნიკებზე, უფინანსებდნენ მივლინებებს საზღვარგარეთ. ჟურნალისტები მას ჭირდებოდა საკუთარი ჯგუფის პროპაგანდისთვის, სულხან მოლაშვილმა კი ეს ყველაფერი შეისწავლა და დადო უზარმაზარი დასკვნა, რომელიც ნანახი მაქვს პირადად, პარლამენტშიც მოიტანა და გვანახა. საკმაოდ სერიოზული მასალა იყო. იქ არ იყო 10 ათასი ან 20 ათასი, იყო საუბარი თითქმის მილიონებზე. ეს იყო სახელმწიფოს და ხალხის ფული. სწორედ ამას შეეწირა სულხანი. სააკაშვილმა ეს მიიღო პირად გამოწვევად და მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, დააპატიმრა ის და სასტიკად გაუსწორდა.

სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყოციხეში მას სთხოვდნენ, დაეწერა, რომ მის მიერ დადებული დასკვნა შევარდნაძის ხელისუფლების დავალება იყო  სააკაშვილის რეპუტაციის შესახლახად.  მას მართლაც შეელახა რეპუტაცია, განსაკუთრებით დასავლეთში, როცა ის კორუმპირებულ მინისტრად დახასიათდა. სულხანის მიერ გაკეთებულ დასკვნას მაშინ რომ აჰყოლოდა ქვეყანა და ხალხი, მიხეილ სააკაშვილის  სვლას ხელისუფლებისკენ ადვილად გააჩრებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მას ბევრი ტაშს უკრავდა. სულხანის სასარგებლოდ კი უნდა ითქვას ის, რომ მან თავის პრინციპებს არ უღალატა და დღეს ის წარმოადგენს ტირანიის მსხვერპლს", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner