logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი „მოქალაქეებზე“: საგამოძიებო კომისიაში შესვლა არ უნდათ, რადგან გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ
- +

5 თებერვალი. 2021. 00:45

 

 

„ერთი 100 წლის მერე მკვლევრები დასხდებიან, შეაფასებენ, ვინ იყო მართალი თავისი ქვეყნისა და თაობის წინაშე. მე ვფიქრობ, ალეკო [ელისაშვილი] მართალია! ამ შემთხვევაში, რომ პარლამენტში შემოვიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ვოლსკი ასევე  გამოეხმაურა „მოქალაქეების“ პოზიციას საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით:

 

„იმიტომ არ უნდათ კომისიაში შესვლა, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავის თავზე. ეს კომისია არ არის ჩვეულებრივი კომისია, უმრავლესობის მიერ შექმნილი. თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, დაალაგოს, ჩამოაყალიბოს ძიების პრაქტიკა“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner