logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მეოთხე კლასის შემდეგ მოსწავლეებმა პირბადე აუცილებლად ატარონ
- +

5 თებერვალი. 2021. 23:32

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. საკითხთან დაკავშირებით მან  საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

 

„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე-  რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner