logo_geo
eng_logo
გერმანიამ ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად 21 მლნ ევრო გამოყო
- +

7 თებერვალი. 2021. 00:21

 

 

გერმანიამ ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად 21 მლნ ევრო გამოყო. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა, ონლაინ-კონფერენციაზე „სოლიდარობა ბელარუსს" განაცხადა.

 

„დარწმუნებულნი იყავით, გერმანია და ევროკავშირი თქვენს მხარეს არის. ჩვენ შემოვიღეთ სანქციები ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ შევიმუშავეთ მოქმედების გეგმა „ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება" დაახლოებით 21 მლნ ევროს მოცულობით", - განაცხადა მინისტრმა ბელარუსის ოპოზიციისადმი მიმართვისას.

 

მისი თქმით, გერმანია სტიპენდიას შესთავაზებს სტუდენტებს, რომლებიც სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან გარიცხეს დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის. ასევე მხარდაჭერას ჰპირდება დამოუკიდებელ მედიას. ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ წამების მსხვერპლებს და თავშესაფარს მისცემენ დევნილ ბელარუსებს.

 

„ჩვენ შევქმნით მექანიზმს მტკიცებულებების შესაგროვებლად მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. დადგება დღე, როდესაც ისინი მიეცემიან პასუხისგებაში. დადგება დღე, როდესაც ბელარუსი ხალხი იცხოვრებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პირობებში", - განაცხადა მინისტრმა.

 

ბელარუსში დღემდე გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც 9 აგვისტოს, პრეზდენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო.

 

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

 

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner