კულტურა ძალიან დაიჩაგრა პანდემიის პირობებში, ასე რომ ჩვენ ორმაგად უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით, ამიტომ მე ყოველი ჩემი ვიზიტისას ვთვლი რომ კულტურის წარმომადგენელი ვარ როგორც ელჩი და ყველგან ვცდილობთ ამ კუთხით ცვლილებები შევიტანოთ- ამის შესახებ ოლგა ბაბლუანის გადაცემაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ბოლოს, რომ ვიყავი ნიუ-იორკში მივედით მეტროპოლიტენ ოპერაში და იქ შეთავაზება ჰქონდათ რომ ჩამოსულიყვნენ გაცნობოდნენ და დაედგათ ქართული ოპერა რაც არასდროს მომხდარა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ განხორციელდა ეს სამწუხაროდ, თუმცა ეს გეგმაც ძალაშია. “ - განაცხადა პრეზიდენტმა.