სპეციალურად NATO-ს სამიტისთვის ქართულმა მხარემ ჩამოასხა ქართული ღვინო, შესაბამისი ეტიკეტით, ვარშავის სამიტის სიმბოლოთი.
პოლონეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის განცხადებით, ამ ღვინით პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გაუმასპინძლდება NATO-ს თავდაცვის მინისტრებს.
„ქართული ღვინო საჩუქრებად დარიგდება სამიტზე და წარმოდგენილი იქნება ორმხრივ შეხვედრებზე", - განაცხადა ელჩმა.
8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე NATO-ს სამიტი გაიმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
სამიტს დაახლოებით 2500 დელეგატი დაესწრება.